მიანმარში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო-საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა

13:04, 29.11.2026

მიანმარის დასავლეთ რაკჰაინისა და აღმოსავლეთ კაიაჰის შტატში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიანმარის სამხედრო-67საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ავრცელებენ.

ადგილობრივი ჰუმანიტარული მუშაკისა და ამბოხებული დაჯგუფების, „არაკანის არმიის“ ინფორმაციით, სამხედრო გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ორი ცალკეული თავდასხმა ქალაქ მრაუკ უზე, დასავლეთ რაკაინის შტატში განახორციელა. გამანადგურებელმა პირველი ბომბი დაახლოებით 16:00 საათზე ჩამოაგდო, მეორე კი –  19:50 საათზე.

„როიტერის“ ცნობით, მიანმარში არეულობაა მას შემდეგ, რაც სამხედროები 2021 წელს გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ. სამოქალაქო ომის გაჩაღებამ დაახლოებით 100 000 ადამიანი იმსხვერპლა და 3.5 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გახადა.

მსგავსი