მიანმარის უმსხვილეს ქალაქ იანგონას ორ რეგიონში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა
მიანმარის უმსხვილეს ქალაქ იანგონას ორ რეგიონში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა

მიანმარის სამხედრო მმართველობამ უმსხვილეს ქალაქ იანგონას ორ რეგიონში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ რეგიონებში საპროტესტო აქციებზე გუშინ ათობით ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 15 დემონსტრანტი.

„დოიჩე ველეს“ მონაცემებით, მიანმარში აქციების დაწყებიდან დღემდე, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 120 ადამიანია დაღუპული.

გაერო მიანმარში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საერთაშორისო საზოგადობას მოუწოდებს, გააძლიერონ დემონსტრანტების მხარდაჭერა.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სამხედროები 8 ნოემბერს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ-დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ ხმების უმრავლესობა მოიპოვა, არ ეთანხმებიან. სამხედროები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს.