მგზავრის მიერ თვითმფრინავიდან გადაღებული ხანძარი ფონტენბლოს ტყეში (ვიდეო)

17:13, 13.07.2026
ფონტებლოს (საფრანგეთი) ტყე. 2026 წლის 12 ივლისი

ფონტებლოს (საფრანგეთი) ტყე. 2026 წლის 12 ივლისი

[MEDIA PLACEHOLDER, WILL AUTOMATICALLY BE REPLACED BY PLAYER]

უკვე მეორე დღეა, პარიზის სამხრეთით მდებარე ფონტენბლოს ტყეში „გამორჩეული მასშტაბის“ ხანძარი მძვინვარებს.

 

მედიის ცნობით, ცეცხლმა, რომელიც აშერ-ლა-ფორეს (Achères-la-Forêt), არბონ-ლა-ფორეს (Arbonne-la-Forêt), ლე ვადუესა (Le Vaudoué) და ნუაზი-სიურ-ეკოლის (Noisy-sur-École) დასახლებებში გავრცელდა, 800 ჰექტარი მცენარეული საფარი უკვე გაანადგურა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა სოფელ ლე ვადუეს მცხოვრებთა ევაკუაცია.

სენ-მარნას რეგიონის სახანძრო ბრიგადის ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზებისთვის, 400-მდე მეხანძრე 24 საათის განმავლობაში მუშაობს. მათ, ერთდროულად, გამხმარი ბალახისა და ნამკალის მრავალრიცხოვან ხანძრებთანაც უწევთ გამკლავება.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდა, რათა თავიდან აიცილონ კვამლის მავნე ზემოქმედება.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ლორან ნუნიესი ორშაბათს ფონტენბლოს ტყის ხანძრის სალიკვიდაციო შტაბს ეწვევა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდება.

ფონტენბლოს ტყე პარიზის რეგიონში ყველაზე დიდია და 22 000 ჰექტარზეა გადაჭიმული. მას ყოველწლიურად დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

ბოლო დღეებში, ძლიერი სითბური ტალღის ფონზე, ტყის ხანძრებმა ევროპის არაერთი ქვეყანა მოიცვა, მათ შორის იტალია, გაერთიანებული სამეფო და ესპანეთის სამხრეთი ნაწილი, სადაც (ალმერიის პროვინციაში) გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ კადრებში, რომლებიც მგზავრმა თვითმფრინავიდან კვირას გვიან საღამოს გადაიღო, ჩანს, როგორ იწვის ფონტენბლოს ტყის ნაწილი.

 

სტატიის ავტორი: ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU – European Broadcasting Union)

ვიდეოს და ფოტოს ავტორი: @rophilogene

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 13 ივლისი, 2026, 09:52 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი