მღვდელმა რუსეთის პრემიერლიგის მატჩის წინ კარი აკურთხა (ვიდეო)

15:11, 13.07.2020

რუსეთის პრემიერლიგაში „ლოკომოტივისა” და „უფას” მატჩის წინ, სტადიონ „არენას” მინდორზე მღვდელი გამოჩნდა. სტადიონზე დამონტაჟებულმა კამერამ აღბეჭდა, როგორ აკურთხა მან საფეხბურთო კარი.

თუმცა, ამან მასპინძელ გუნდს ვერ უშველა და 39-ე წუთზე „უფამ” პენალტით გახსნა ანგარიში. 81-ე წუთზე ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ჯეფერსონ ფარფანმა საპასუხო გოლი გაიტანა და მატჩი ფრედ დასრულდა – 1:1.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „ლოკომოტივი” 51 ქულით მეორე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.

 

View this post on Instagram

 

Когда камера в воротах ценнее, чем мяч….

A post shared by misha_polenov (@polesha) on

მსგავსი