მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ
მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად, 15 მეწარმე დევნილს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტი გადაეცა.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი დევნილების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.

„სააგენტომ, პროექტის ფარგლებში, დევნილ მეწარმეებს 7500 ლარამდე ღირებულების ტექნიკა და დანადგარები შეუსყიდა. გრანტის მიღების მთავარ პირობას საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი მინიმუმ ერთი პირის დასაქმება წარმოადგენდა“, – აცხადებენ დევნილთა სააგენტოში.

მათივე ცნობით, პროექტში გამარჯვებული მეწარმე დევნილები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა.