მევლუთ ჩავუშოღლუ – თურქეთის ურთიერთობები რუსეთთან არ წარმოადგენს ნატო-სა და ევროკავშირთან მისი ურთიერთობების ალტერნატივას

19:31, 29.12.2020

თურქეთის ურთიერთობები რუსეთთან არ წარმოადგენს ნატო-სა და ევროკავშირთან მისი ურთიერთობების ალტერნატივას, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ეს განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსული სარაკეტო სისტემების შეძენისთვის აშშ-ის მიერ თურქეთისთვის სანქციების დაწესების ფონზე გააკეთა.

მსგავსი