მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას და სხვა მეზობელი ქვეყნების გაწევრიანებას
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას და სხვა მეზობელი ქვეყნების გაწევრიანებას

თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას და სხვა მეზობელი ქვეყნების გაწევრიანებას. ეს არის ის, რასაც ჩვენ, მათ შორის ჩვენი პრეზიდენტი ერდოღანი, აღვნიშნავთ ნატო-ს სამიტებზე და მინისტერიალებზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

რაც შეეხება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქული მხარე კომუნიკაციას აწარმოებს როგორც თურქეთთან, ისე უკრაინასთან და მას ბოლო პერიოდში სატელეფონო საუბრები ჰქონდა სერგეი ლავროვთან, დიმიტრი კულებასთან და მათთან მომავალ დღეებში შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი.

ჩავუშოღლუს ცნობით, პარასკევს რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ისაუბრებს.