მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ვცდილობთ ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვას ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებში
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ვცდილობთ ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვას ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტებში

თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ვცდილობთ ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვას იმ პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სწორედ ეს იყო განხილვის მთავარი საკითხები მისი უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყირგიზეთში ვიზიტის დროს.

ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა თურქეთისთვის აზერბაიჯანის გამარჯვების მნიშვნელობას მთიანი ყარაბაღის ომში.

„ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ერის ღირებულებების სარკეა. თურქეთი მუშაობს კრიზისების მოსაგვარებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონს, მათ შორის კავკასიაში, სირიაში, ლიბიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ადამიანები განიცდიან დევნას ან რაიმე სახის კატასტროფას, თურქეთი მიდის დასახმარებლად, ამ ხალხის ენის, რელიგიისა და რასის მიუხედავად“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.