მევლუთ ჩავუშოღლუ - საქართველოსა და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას
მევლუთ ჩავუშოღლუ - საქართველოსა და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის, სადაც პირადად მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

„საქართველოსა და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალში გაღრმავდება ყველა შესაძლო სფეროში და გააგრძელებს ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას“, – ნათქვამია წერილში.

ჩავუშოღლუ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თურქეთი და საქართველო ერთობლივი ძალებითა და ბრძოლით შეძლებენ „კოვიდ-19“-ის პანდემიის დამარცხებას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.