მევლუთ ჩავუშოღლუ - საქართველომ შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია განიცადა და ის წარმატების მაგალითია
მევლუთ ჩავუშოღლუ - საქართველომ შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია განიცადა და ის წარმატების მაგალითია

საქართველო თურქეთისთვის არამხოლოდ მეგობარი და მეზობელი ქვეყანაა, არამედ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორიც, – ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წერილში მევლუთ ჩავუშოღლუ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, „საქართველომ შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია განიცადა და ის წარმატების მაგალითია“.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სამაგალითო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტიკიცების საწინდარი გახდება.​

დატოვე კომენტარი