მევლუთ ჩავუშოღლუ - საფრანგეთის პრეზიდენტი ტერორიზმს აფინანსებს
მევლუთ ჩავუშოღლუ - საფრანგეთის პრეზიდენტი ტერორიზმს აფინანსებს

ემანუელ მაკრონი ტერორიზმს აფინანსებს, – ასე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

„ის უკვე აფინანსებს ტერორისტულ ორგანიზაციებს და მუდმივად მასპინძლობს მათ ელისეის სასახლეში“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ანკარა ქურთების სამხედრო შენაერთებს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. სწორედ მათ წინააღმდეგ დაიწყო თურქეთმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში სამხედრო ოპერაცია.

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო მკაცრად გააკრიტიკა.