მევლუთ ჩავუშოღლუ - საბერძნეთის საზღვარზე სამი მიგრანტი მოკლეს
მევლუთ ჩავუშოღლუ - საბერძნეთის საზღვარზე სამი მიგრანტი მოკლეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საბერძნეთის საზღვარზე სამი მიგრანტი მოკლეს. ეს განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ერთი მხრივ ბერძენი მესაზღვრეები ცეცხლს უხსნიან მიგრანტებს, სამი მიგრანტი მოკლულია, მათ ზურგში ესროლეს, როდესაც გარბოდნენ. ისინი ურიგებენ სანადირო თოფებს ფერმერებს, რომ მათ ცეცხლი გაუხსნან მიგრანტებს. ეს არის ძალადობა. იმედი მაქვს, რომ დღეს ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რომლებიც დღეს საზღვარზე ჩავიდნენ, ამ ყველაფერს იხილავენ,“ – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

საბერნეთისა და თურქეთის საზღვარზე დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი ურუსლა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროპარლამენტის თავმჯდომარე დევიდ სასოლი ჩავიდნენ.

მათთან ერთად იმყოფებოდა საბერძეთის პრემიერ-მინისტრიც.