მევლუთ ჩავუშოღლუ – ნატო-ს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

21:34, 02.12.2020

ნატო-ს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.

მისი თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იყო შავ ზღვაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

მინისტერიალის ფარგლებში ის ასევე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს.

მსგავსი