მევლუთ ჩავუშოღლუ - მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კვლავ იმედიანად და ფრთხილი ოპტიმიზმით ვართ განწყობილი, თუმცა რეალისტები ვართ, არის რთული საკითხები
მომლაპარაკებელთა ჯგუფები ჩამოვიდნენ სტამბოლში მას შემდეგ, რაც ანტალიაში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ვუმასპინძლეთ, სამწუხაროდ, კადრებმა, რომლებიც ვიხილეთ ბუჩადან და სხვა რეგიონებიდან ზიანი მიაყენეს იმ შედარებით პოზიტიურ ატმოსფეროს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო შეხვედრა, სადაც მიღწეულ იქნა აზრიანი პროგრესი.
„ორივე მხარემ ასევე განაცხადა ეს, თუმცა სამწუხაროდ, კადრებმა, რომლებიც ვიხილეთ ბუჩადან და სხვა რეგიონებიდან, ზიანი მიაყენეს შედარებით პოზიტიურ ატმოსფეროს. ჩვენ კვლავ იმედიანად და ფრთხილი ოპტიმიზმით ვართ განწყობილი, თუმცა ამავე დროს ჩვენ რეალისტები ვართ, არის რთული საკითხები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა. თურქეთი აკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი ელოდება შესაძლო შეხვედრებს სავარაუდოდ მომლაპარაკებელ ჯგუფებსა და შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მისივე თქმით, კონფლიქტის მხარეები არ გამორიცხავენ ორი პრეზიდენტის შეხვედრასაც. თურქეთი მოუწოდებს ორივე მხარეს მაღალი დონის შეხვედრისკენ.