მევლუთ ჩავუშოღლუ – მოხარული ვარ დავით ზალკალიანთან ბუქარესტში შეხვედრით, დავადასტურეთ ორმხრივი განზრახვა, გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მოხარული ვარ ჩემს მეგობართან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ბუქარესტში შეხვედრით. განვიხილეთ მიმდინარე რეგიონული და ორმხრივი საკითხები. დავადასტურეთ ორმხრივი განზრახვა, გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ „ტვიტერში“.
Pleased to meet w/my friend FM @DZalkaliani of #Georgia in Bucharest.
-Discussed current regional and bilateral issues.
-Reiterated mutual resolve to strengthen our strategic partnership.
-Will continue to support Georgia’s sovereignty and territorial integrity.🇹🇷🇬🇪 pic.twitter.com/E6FMj2cco3— Mevlüt Çavuşoğlu (@MevlutCavusoglu) April 22, 2021