მევლუთ ჩავუშოღლუ – მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
მევლუთ ჩავუშოღლუ „ტვიტერში“ წერს, რომ თურქეთს შავ ზღვაში მშვიდობა და მზარდი დაძაბულობის დეესკალაცია სურს.
„დავესწარი თურქეთის-საქართველოს-პოლონეთის-რუმინეთის-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. შავ ზღვაში მშვიდობის გაგრძელებისა და დაძაბულობის დეესკალაციის სურვილი გვაქვს. ხაზგასმით აღინიშნა დიპლომატიისა და დიალოგის მნიშვნელობა. მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“ – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
Attended #Turkey–#Georgia–#Poland–#Romania–#Ukraine FMs meeting.
-Wishing continuation of peace and de-escalation of rising tension in Black Sea.
-Emphasized importance of diplomacy&dialogue.
-Supporting territorial integrity and sovereignty of Georgia and Ukraine.🇹🇷🇬🇪🇵🇱🇷🇴🇺🇦 pic.twitter.com/QUsyf6cnaK— Mevlüt Çavuşoğlu (@MevlutCavusoglu) April 23, 2021