მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაში მშვიდობიანი, მდგრადი დარეგულირებისთვის
მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაში მშვიდობიანი, მდგრადი დარეგულირებისთვის

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაში მშვიდობიანი, მდგრადი დარეგულირებისათვის, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეფექტიანად უნდა მოაგვარონ უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევები ეუთო-ს გეოგრაფიაში.

„ჩვენ ეფექტიანად უნდა მოვაგვაროთ უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევები ეუთო-ს გეოგრაფიაში. სამხრეთ კავკასიაში არის შესაძლებლობების ფანჯარა გრძელვადიანი მშვიდობისთვის. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ჯგუფის მუდმივ წევრებთან ერთად ასევე შეუძლიათ ამაში წვლილის შეტანა ახალი რეალობის გათვალისწინებით. კრიზისი უკრაინაში უნდა დარეგულირდეს დიპლომატიური გზით. მინსკის შეთანხმებებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვა მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის უკანონო ანექსიას და შეშფოთებული ვართ ყირიმელი თათრების უფლებების დარღვევების გამო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაში მშვიდობიანი, მდგრადი დარეგულირებისათვის. ჩვენ შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით უნდა განვახორციელოთ ჩვენი შუამავლობის ძალისხმევის ადაპტირება უსაფრთხოების ცვალებადი ლანდშაფტის შესაბამისად“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.