მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას, რასაც ღიად ვაცხადებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე
მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას, რასაც ღიად ვაცხადებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანკარიდან იუწყება.

როგორც ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, თურქეთი აღნიშნულ პოზიციას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ღიად აფიქსირებს.

„ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ საქართველოს შესახებ ჩვენს მოსაზრებას. ყველაზე ღიად ვაცხადებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, რომელიც საკმაოდ ღიად საუბრობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ ყოველთვის ნათლად ვამბობთ საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს მოსაზრებას“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.