მევლუთ ჩავუშოღლუ - აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მსოფლიო თანამეგობრობა პატივისცემით უნდა მოეკიდოს
მევლუთ ჩავუშოღლუ - აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მსოფლიო თანამეგობრობა პატივისცემით უნდა მოეკიდოს

აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მსოფლიო თანამეგობრობა პატივისცემით უნდა მოეკიდოს, – ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა და მშვიდობა სურს.

„აზერბაიჯანმა მიაღწია საკუთარი მიწების ოკუპაციისგან გათავისუფლებას. ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, „სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში იზოლირებული იყო რეგიონული თანამშრომლობისგან, უნდა გამოიტანოს დასკვნა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან, რაც გააჩენს საშუალებას, რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს“.

ჩავუშოღლუს თქმით, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე განიხილება.