მეუფე შიო - ვევედროთ ღირს დავით გარეჯელს, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებში შევძლოთ წირვა-ლოცვა
მეუფე შიო - ვევედროთ ღირს დავით გარეჯელს, რომ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებში შევძლოთ წირვა-ლოცვა

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გარეჯობა აღინიშნება. დღეს 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთის, მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეა. დღესასწაული გარდამავალია და ის ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს აღინიშნება.

სამონასტრო კომპლექსში პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო იმყოფებოდა, რომელმაც მამა დავით გარეჯელის მიერ დაარსებულ ლავრაში პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.

„დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმ პრობლემაზე, რომელიც ამ მონასტრის მიმდებარე ორ მონასტერს ეხება, ეს არის უდაბნო და ჩიჩხიტური. იცით, რომ ორივე მონასტერი თავად დავით გარეჯელის მიერ არის დაარსებული. ეს არის ისტორიულად ქართული სავანეები, მონასტრები და დღეს, სამწუხარო რეალობის გამო, ვერ ავდივართ იქ და ვერ ვატარებთ წირვა-ლოცვას. ჩვენ ვევედროთ ღირს დავით გარეჯელს და ვიქონიოთ სურვილი, რომ ეს ვითარება გამოსწორდება და ერთად შევძლებთ იქ წირვა-ლოცვას ისე, როგორც მამა დავითსა და ჩვენს წინაპრებს გაეხარდებათ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

 

დატოვე კომენტარი