მეუფე პეტრე - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მსჯელობა მას შემდეგ გაიმართება, რაც მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია გამოიკვეთება
მეუფე პეტრე - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე მსჯელობა მას შემდეგ გაიმართება, რაც მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია გამოიკვეთება

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა გონივრული პოზიცია დაიკავა, რომ მსჯელობა მას შემდეგ გაიმართება, რაც მსოფლიო საპატრიარქო გამოკვეთს თავის პოზიციას, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი პირადი პოზიციით, უკრაინას დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეს.

„ჩემი პირადი აზრით კი, უკრაინას, ორმოცმილიონიან ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პროცესულურად ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დროში გაიწელება“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

უკრაინის საერო და სასულიერო ხელისუფლებამ მსოფლიო საპატრიარქოს ავტოკეფალიის აღიარების თხოვნით მიმართა.

წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად ჩატარდა.

 

დატოვე კომენტარი