მეუფე ნიკოლოზი - ყველას გთავაზობთ ასეთ დევიზს, არ გადასდო და არ გადაგედება
მეუფე ნიკოლოზი - ყველას გთავაზობთ ასეთ დევიზს, არ გადასდო და არ გადაგედება

​ყველას გთავაზობთ ასეთ დევიზს, არ გადასდო და არ გადაგედება, – ამის შესახებ საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

„ჩვენ მიგვაჩნია, პირადად მე მიმაჩნია და სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობაა არაა, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით შეიძლება ინფექცია გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამას რაც შეხება, არავითარი ცვლილება არ შეიძლება იყოს. ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით კითხვას რაც შეეხება, ცვლილება იქნება სასიკეთო, ის, რომ ესეთი რეკომენდაცია გვექნება, ეს თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად ყველა ტაძართან რომ მოახერხონ მსახურების გახმოვანება, რათა არ იყოს სიმჭიდროვე. ჩვენი რეკომენდაციებია, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთოდ, ჯანდაცვის რეკომენდაციები მორწმუნეებმა. სინოდზე მე პირადად განვაცხადე, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, მრევლს და ყველა ადამიანს და შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს – არ გადასდო და არ გადაგედება“, – აღნიშნა მეფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, ერთადერთი, რასაც ვერ გავითვალსწინებთ და არც არსებობს ასეთი რეკომენდაცია, რომ ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოების მადლმოსილებაში და მისტიკურ კავშირში ღმერთთან. ამაში ეჭვს ვერ შევიტანთ. აზრთა სხვადასხვაობა იმ საკითხში, რომ საიდუმლოება მადლმოსილია და არ შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ამაში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ტაძარში შეძლებისდაგვარად იქნება გახმოვანება.

„აღდგომის დღესასწაული არაჩვეულებრივად ჩატარდება იმით, რომ ყველა ტაძარში შეძლებისდაგვარად იქნება გახმოვანება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს საშუალება ექნება, ტაძარში იყოს, გარედან მოისმინოს წირვა სუფთა ჰაერზე, საკუთარი სურვილის მიხედვით. ტაძრებში ჩატარდება წირვები, ეზოში წირვის ჩატარებას არავინ კრძალავს, ჩვენ ამას ხშირად მივმართავთ ჩვენ.

ახალქალაქში ვმსახურობ, რამდენიმე წელია, გარეთ ვატარებთ, მიუხედავად იმისა, რომ მინუსიც კი ყოფილა აღდგომის დღესასწაულზე. გარეთ ვატარებთ, რადგან ტაძარში ვერ ვეტევით, გარეთ ვწირავთ, დიდი კარავი გვაქვს. გახმოვანებული გვაქვს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წმინდა სინოდის სხდომა შედგა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.

დატოვე კომენტარი