მეუფე ნიკოლოზი - შევთანხმდით, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკების ნაწილი დღის განმავლობაში იმუშავებს, ნაწილი კი ღამით დარჩება, ეს მუშაობა გაგრძელდება რამდენ ხანსაც საჭირო იქნება
მეუფე ნიკოლოზი - შევთანხმდით, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკების ნაწილი დღის განმავლობაში იმუშავებს, ნაწილი კი ღამით დარჩება, ეს მუშაობა გაგრძელდება რამდენ ხანსაც საჭირო იქნება

შევთანხმდით, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკების ნაწილი დღის განმავლობაში იმუშავებს, ნაწილი კი ღამით დარჩება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც დეპუტატები, საეკლესიო პირები და სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.

მეუფის განცხადებით, სოციალური მუშაკების ბავშვებთან მუშაობა იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება.

„შეთანხმება შედგა. სამი მხარე იყო – პარლამენტარები, ეკლესიის წარმომადგენლები და სოციალური მუშაკები. შევთანხმდით, რომ სოციალური მუშაკები დარჩებიან და გვექნება კომუნიკაცია ყველას ერთმანეთთან. სოციალური მუშაკების ნაწილი დღის განმავლობაში იმუშავებს, გარკვეული რაოდენობა კი ღამით დარჩება. ასევე შევთანხმდით, რომ ეს მუშაობა ბავშვებთან გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. რამე პრობლემები თუ წარმოიქმნება, აუცილებლად დამირეკავენ. მათი პირველი ეტაპი რომ დამთავრდება, მერე გავაგრძელებთ დიალოგს, ვისთანაც საჭირო იქნება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დატოვე კომენტარი