მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქი არის საოცრად მოწყალე ადამიანი და როგორც მამა, მზად არის, მიუტევოს მეუფე პეტრეს
მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქი არის საოცრად მოწყალე ადამიანი და როგორც მამა, მზად არის, მიუტევოს მეუფე პეტრეს

პატრიარქი არის საოცრად მოწყალე ადამიანი და რა თქმა უნდა, პატრიარქი არის როგორც მამა, რომელიც მზად არის, მიუტევოს თავის შვილს, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

„სხვათა შორის, იესო ქრისტე იყო მზად, რომ იუდასთვის მიეტევებინა ცოდვა და საიდან ჩანს ეს, იცით ? იესო ქრისტემ პეტრეს მიუტევა ცოდვა, ამბობენ მამები. პეტრემ და იუდამ ერთი და იგივე ცოდვა ჩაიდინეს, უღალატეს უფალს, იმან შიშით უღალატა, ამან ვერცხლის მოყვარეობით, მაგრამ ღალატი ღალატია მაინც.

პეტრე მოვიდა, შეინანა და მას აპატია უფალმა, იუდა რომ მისულიყო და შეენანებინა, იუდასაც აპატიებდა. პატრიარქი მზად არის პატიებისთვის. აქ მეორე მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი. მეუფე პეტრემ მარტო პატრიარქს არ მიაყენა შეუარცხყოფა, მთელ ხალხს მიაყენა შეუარცხყოფა და ყველას მათ შორის მღვდელმთავრებს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ვეცდები, უფროსი ძმის როლში არ გამოვიდე. ეს არის სახარებისეული იგავი, უძღები შვილის კვირა იქნება და წაკითხული იქნება ეს იგავი. განმარტებული იქნება და იქ არის ერთი ადგილი, რომ კი დაბრუნდა ეს უძღები შვილი, მამამ მიიღო, მაგრამ უფროსი ძმა გაბრაზდა ძალიან, როგორ ასუ ცუდად მოიქცა და ასე როგორ მიიღეო. ჩვენ ვეცდებით, რომ უფროსი ძმის როლებში არ ვიყოთ, ერთადერთი ეს შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან ძნელი კი იქნება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზა.

მეუფე პეტრესთან დაკავშირებით დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ მისთვის და სხვა შეცდომილი შვილებისთვის ლოცულობენ.

მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ როგორც საკუთარი შვილი, ვლოცულობთ მისთვის და სხვა შეცდომილი მოძღვრებისთვის, – განაცხადა ილია მეორემ.