მეუფე ნიკოლოზი - მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს
მეუფე ნიკოლოზი - მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს

მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტის მაგივრად მე რა უნდა გითხრათ. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდი. სინოდმა გადაწყვიტა, გამოაქვეყნა ეს განჩინება. არ მგონია, პრეზიდენტმა უარი თქვას შეწყალებაზე, რატომ არ უნდა შეიწყალოს, მე არ ვიცი.

ჩვენ მეორეჯერ მივმართავთ უკვე პრეზიდენტს ასეთი თხოვნით. პირველად მხოლოდ სიტყვიერი მიმართვა იყო. შეწყალების პროცესი არის რთული, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში რთულად არის ეს ამბავი. გაურკვეველია, რა ლოგიკით იწყალებენ,რა ლოგიკით არ იწყალებენ“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან იშუამდგომლებს.