მეუფე ნიკოლოზი - დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ზემოქმედების მოხდენა შეგვიძლია
მეუფე ნიკოლოზი - დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ზემოქმედების მოხდენა შეგვიძლია

დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ზემოქმედების მოხდენა შეგვიძლია, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ იღებს საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას შეწყალების საკითხზე.

„შეწყალებაზე – ჩვენ კი ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით რაიმე ზემოქმედების მოხდენა შეგვიძლია. ჩვენ გადავწყვიტეთ და მივმართეთ, დანარჩენი უკვე პოლიტიკურია. ცხადია არ ვიცი, პრეზიდენტი როგორ იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ პოლიტიკური ნება უნდა იყოს. რა აყალიბებს ამ პოლიტიკურ ნებას, როგორ ხდება და ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას, მე ეს არ ვიცი“, – განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება წმინდა სინოდის გამართვის საკითხს, მეუფე ნიკოლოზის თქმით, გადაწყვეტილებას პატრიარქი იღებს.

„სინოდის სხდომის გამართვას რაც შეეხება, ამ გადაწყვეტილებას პატრიარქი ერთპიროვნულად იღებს. წესით, თუ იქნებოდა, აქამდე უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.