მეტროსადგურ „რუსთაველში“ მგზავრების მიღება დროებით შეჩერებული იყო

მეტროსადგურ „რუსთაველში“ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში (21:15-21:30) მგზავრების მიღება შეჩერებული იყო.

მეტროპოლიტენისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს განუცხადეს, რომ ესკალატორი დაზიანდა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე სადგურზე ჩასვლა დროებით შეჩერდა.

პირველი არხის ჟურნალისტი დაინტერესდა, რა სახის ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, თუმცა დეტალებზე მეტროპოლიტენის თანამშრომლები არ საუბრობენ.

მგზავრთა ნაწილმა შეფერხება გააპროტესტა, მეტროსადგურის ადმინისტრაციამ კი მათ მოთმინებისკენ მოუწოდა.

ამ დროისთვის, რუსთაველი მგზავრთა მიღებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.