მეტროსადგური „გოცირიძე“, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება
მეტროსადგური „გოცირიძე“, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება

მეტროსადგური „გოცირიძე“, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდგომ დადგინდა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებულია.

„ექსპერტიზა ჩატარდა. დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზები, რომელიც ფაქტობრივად გამოსწორებულია. რამდენიმე დღეში უკვე წარედგინება შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად და მეტროსადგური, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ბოლოსთვის გაიხსნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.