მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი გადაიხურება
მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი გადაიხურება

მეტროსადგურ „გოცირიძის“ (ყოფილი ელექტროდეპო) ბაქანი გადაიხურება. ამ დროისთვის ის ერთადერთი სადგურია, რომელსაც ღია ტიპის პლატფორმა აქვს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. იგეგმება სადგურის კაპიტალური რემონტი.

სამუშაოების ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ სადგურის გადახურვას ითვალისწინებს – ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისგან შედგენილი სვეტების, შემკრავი კოჭების, დიაგონალური კავშირებისა და სხვა თანმდევი კონსტრუქციული ელემენტებით.

მეტროსადგურის რემონტის ჯამური სავარაუდო ღირებულება ორ მილიონ ლარს აღემატება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღის ვადაში უნდა ჩაატაროს.