მეტოქის კბენისთვის „ლაციოს“ მცველს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს (ვიდეო)
რომის „ლაციოს“ მცველი პატრიკ გაბარონი ოთხი მატჩით არის დისკვალიფიცირებული „ლეჩესთან“ სერია A-ს მატჩისას მეტოქის კბენის გამო, – დაწერა ლიგის პრესსამსახურმა.
სამშაბათს, „ლაციო“ სტუმრად დამარცხდა „ლეჩესთან“ (1:2). მატჩის ბოლოს, გაბარონმა წითელი ბარათი მიიღო „ლეჩეს“ ფეხბურთელის ჯულიო დონატის კბენისთვის.
საბოლოოდ, სერია A-ს სადისციპლინო კომისიამ გაბარონს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა, გარდა ამისა, 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს.
ესპანელ ფეხბურთელს ამ სეზონში 20 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გატანილი.
Lazio’s Patric is being sent off for biting a Lecce player! 🔴
An astonishing moment as Lazio’s title dream is fading away.#LiveOnStrive pic.twitter.com/ALlEUv0fEJ
— Strive Sport (@strivesport) July 7, 2020