მეტოქეები | თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი შოტლანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის პირველ ჯგუფში (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს) შოტლანდიამ გამოსვლა მოგებით დაიწყო – „ჰემპდენ პარკზე“ ბრიტანელებმა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი 3:0 დაამარცხეს.
მასპინძლები საწყისი წუთებიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 21-ე წუთზე ჯონ მაკგინიმ ანგარიში გახსნა. მომენტი VAR-ზე გადაამოწმეს და არბიტრმა გოლი ჩათვალა.
ბოლო წუთები დაძაბულად წარიმართა, მაგრამ კვიპროსელების იმედებს წერტილი სკოტ მაკტომინიმ დაუსვა, რომელმაც 87-ე წუთზე შოტლანდიელების უპირატესობა გაზარდა, ხოლო არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე დუბლი შეასრულა და გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა – 3:0.
აქვე ვიტყვით, რომ დღესვე ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი გაიმართება. მალაგაში ესპანეთის ნაკრები ჰალანდის გარეშე დარჩენილ ნორვეგიას უმასპინძლებს. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები კი ევროშესარჩევის პირველ მატჩს 28 მარტს ბათუმში ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.