მეტოქეები | თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი შოტლანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT
მეტოქეები | თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი შოტლანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT

ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის პირველ ჯგუფში (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს) შოტლანდიამ გამოსვლა მოგებით დაიწყო – „ჰემპდენ პარკზე“ ბრიტანელებმა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი 3:0 დაამარცხეს.

მასპინძლები საწყისი წუთებიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 21-ე წუთზე ჯონ მაკგინიმ ანგარიში გახსნა. მომენტი VAR-ზე გადაამოწმეს და არბიტრმა გოლი ჩათვალა.

ბოლო წუთები დაძაბულად წარიმართა, მაგრამ კვიპროსელების იმედებს წერტილი სკოტ მაკტომინიმ დაუსვა, რომელმაც 87-ე წუთზე შოტლანდიელების უპირატესობა გაზარდა, ხოლო არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე დუბლი შეასრულა და გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა – 3:0.

აქვე ვიტყვით, რომ დღესვე ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი გაიმართება. მალაგაში ესპანეთის ნაკრები ჰალანდის გარეშე დარჩენილ ნორვეგიას უმასპინძლებს. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები კი ევროშესარჩევის პირველ მატჩს 28 მარტს ბათუმში ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.