მეთიუ მილერი - ვაშინგტონი უწყვეტ მოლაპარაკებებს მართავს ისრაელის მთავრობასთან ღაზის სექტორისთვის მეტი საწვავის მისაწოდებლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი უწყვეტ მოლაპარაკებებს მართავს ისრაელის მთავრობასთან ღაზის სექტორისთვის მეტი საწვავის მისაწოდებლად.
„ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია საბოლოო შეფასების გაკეთება. მე ვიტყვი, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ ველოდებოდით მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს. სამწუხაროდ, ეს ყველა ომში ასეა. ეს განსაკუთრებით ეხება ომს ხალხმრავალ ურბანულ გარემოში, სადაც მოწინააღმდეგე, „ჰამასი“ იყენებს მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად და მალავს თავის მებრძოლებს, მალავს თავის ინფრასტრუქტურას მშვიდობიანი მოსახლეობის უკან. ასე რომ, ჩვენ ნათლად განვუცხადეთ ისრაელს, რომ ველოდებით, რომ ისინი შეასრულებენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და გააკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ სამოქალაქო ზიანი. ასე რომ, ჩვენ ვერ ვხედავთ განმეორების საფრთხეს სამხრეთში, რაც ვნახეთ ჩრდილოეთში. ჩვენ ვართ ოპერაციის ძალიან ადრეულ ეტაპზე და ვფიქრობ, რომ ძალიან ადრეა საბოლოო დასკვნის გამოტანა“, – განაცხადა მილერმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა ვითარებაა ამჟამად ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კუთხით, მილერმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.
„ჩვენ არ გვაქვს რეალურად სანდო მონაცემები სატვირთო მანქანების რაოდენობის შესახებ. იმედი მაქვს, რომ დღეს ან ხვალ ამ ინფორმაციას მივიღებთ, მაგრამ რამდენიც არ უნდა იყოს, ეს არ არის მისაღები რიცხვი. ეს რიცხვი უნდა იყოს გაცილებით მეტი და ამასთან დაკავშირებით გვაქვს მუდმივი დისკუსიები ისრაელის მთავრობასთან“, – აღნიშნა მილერმა.