მეთიუ მილერი - უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად მძიმეა, სამხედროებს არ გააჩნიათ საკმარისი საბრძოლო მასალა, მოვუწოდებთ კონგრესს, დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს
მეთიუ მილერი - უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად მძიმეა, სამხედროებს არ გააჩნიათ საკმარისი საბრძოლო მასალა, მოვუწოდებთ კონგრესს, დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა, რადგან სამხედროებს არ გააჩნიათ საკმარისი საბრძოლო მასალა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.

„ისინი განაგრძობენ ბრძოლას მამაცურად. მათ ჯერ კიდევ აქვთ იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ მათ უწევთ ამის გადანაწილება, რადგან აშშ-ის კონგრესმა ვერ მიიღო ზომები“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

მილერის განცხადებით, აშშ ელოდება, რომ უკრაინული ჯარები განაგრძობენ გაბედულ ბრძოლას, მაგრამ მათ ბევრად უფრო გაუჭირდებათ, თუ არ ექნებათ წვდომა საჭირო საბრძოლო მასალაზე.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განაგრძობს უკრაინის დახმარების დაჟინებით მოთხოვნას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კონგრესს, შეასრულოს თავისი მოვალეობა, ჩაატაროს ეს კენჭისყრა და დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს“, – დასძინა მილერმა.