მეთიუ მილერი - აშშ-ს ჰაიტიზე გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი, მრავალეროვანი უსაფრთხოების მისიის გაგზავნა სურს
აშშ-ს ჰაიტიზე გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი, მრავალეროვანი უსაფრთხოების მისიის გაგზავნა სურს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
როგორც მილერი აცხადებს, ამის მიზეზი ჰაიტიზე ბოლო პერიოდში გამწვავებული სიტუაციაა.
„ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას და აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რათა დავიცვათ ჩვენი პერსონალი“, – ამბობს მილერი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დედაქალაქში მდებარე ციხე შტურმით აიღეს და 4 000 მსჯავრდებული გაათავისუფლეს. პორტოპრენსში განლაგებული ციხის შტურმი მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი კენიაში გაემგზავრა, სადაც ჰაიტიში კრიმინალთან საბრძოლველად საერთაშორისო კონტინგენტის განლაგების შესახებ მოლაპარაკებები გამართა. საპასუხოდ, ჰაიტიში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ერთ-ერთმა მეთაურმა, მეტსახელად ბარბექიუიმ, პრემიერ-მინისტრს ომი გამოუცხადა.