მეთიუ მილერი – აშშ გააგრძელებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დასასრულებლად პარტნიორებთან მოლაპარაკებებს

23:18, 03.09.2024

აშშ გააგრძელებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დასასრულებლად პარტნიორებთან მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, შეთანხმების მიღწევა ორივე მხარის მოქნილობას მოითხოვს.

„აშშ გააგრძელებს რეგიონში პარტნიორებთან მოლაპარაკებებს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად. გასულ კვირას, მოლაპარაკებების დროს ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შეთანხმების დასრულება ორივე მხარისგან მოქნილობას მოითხოვს. ეს მოითხოვს, რომ ორივე მხარემ ეძებოს მიზეზები, რათა თქვან – დიახ“, – განაცხადა მილერმა.

მსგავსი