მეტეოროლოგიური პირობების გამო ელიგის ორი მატჩი გადაიდო  #1TVSPORT
მეტეოროლოგიური პირობების გამო ელიგის ორი მატჩი გადაიდო  #1TVSPORT

დიდთოვლობის გამო ეროვნული ლიგის I ტურის კიდევ ორი მატჩი გადაიდო – ინფორმაციას ეროვნული ლიგის გვერდი ავრცელებს.

ქუთაისის „ტორპედო“-„გაგრის“ მატჩში მასპინძელი შეიცვალა და, ქუთაისის ნაცვლად, თბილისში, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება.

დღეს კი გადაიდო 1 მარტს დაგეგმილი წყალტუბოს „სამგურალისა“ და ფოთის „კოლხეთის“ დაპირისპირება, რომელიც წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში უნდა გამართულიყო. ასევე გადაიდო 2 მარტს „ბათუმი არენაზე“ დანიშნული ბათუმის „დინამოსა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი.

ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის ცნობით, პირველი ტურის გადადებული მატჩები 1 აპრილს ჩატარდება. ამიტომ ეროვნული ლიგის პირველი ტურიდან მხოლოდ 2 შეხვედრა გაიმართება.

ტური 1

შაბათი, 1 მარტი

გაგრა – ტორპედო

18:00. დავით პეტრიაშვილი – თბილისი

კვირა, 2 მარტი

დილა – გარეჯი

18:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

გადადებული მატჩები

სამშაბათი, 1 აპრილი

დინამო ბთ – დინამო თბ

19:00. აჭარაბეთ არენა – ბათუმი

სამგურალი – კოლხეთი 1913

20:00. საფეხბურთო ცენტრი – წყალტუბო