მეტეხის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მეტეხის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში დასუფთავების სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მეტეხის გვირაბი ამაღამ, 00:00 საათიდან 27 მარტის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის” – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.