მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარზე ქვის კონსერვაციის სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა

13:00, 01.11.2018

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარზე სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სამუშაოები მიზნად ისახავდა დასავლეთის ფასადის დაზიანებული ქვების კონსერვაციას, გაფხვიერებული ქვის კონსოლიდაციას, წინა პერიოდის სარესტავრაციო ჩარევების მოხსნას, ჰაერის ჭავლით ამოწმენდას, ქვის ნაკლული ადგილების რეკონსტრუქციას და სხვა სამუშაოებს.

სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ რესტავრატორ-კონსერვატორები და სტუდენტები თბილისის სამხატვრო აკადემიიდან.

 

 

მსგავსი