მეტე ფრედერიკსენი - ამერიკის შეერთებული შტატები მიუღებელ ზეწოლას ახორციელებს გრენლანდიაზე
ამერიკის შეერთებული შტატები მიუღებელ ზეწოლას ახორციელებს გრენლანდიაზე, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა. დანიის პრემიერის შეშფოთებას მიმდინარე კვირაში აშშ-ის მაღალი დონის დელეგაციის ავტონომიურ ტერიტორიაზე ვიზიტი იწვევს.
ვიზიტს, რომელიც ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით გაგრძელდება, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის მეუღლე უშა ვენსი უხელმძღვანელებს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მდივანი კრის რაიტი.
„უნდა ვთქვა, რომ ამ სიტუაციაში გრენლანდიასა და დანიაზე ზეწოლა მიუღებელია. ეს არის ზეწოლა, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ“, – განუცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.