მეტე ფრედერიკსენი აცხადებს, რომ დანია ქედს არ მოიხრის გრენლანდიის კონტროლისთვის აშშ-ის მიუღებელი ზეწოლის წინაშე
მეტე ფრედერიკსენი აცხადებს, რომ დანია ქედს არ მოიხრის გრენლანდიის კონტროლისთვის აშშ-ის მიუღებელი ზეწოლის წინაშე

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი აცხადებს, რომ დანია ქედს არ მოიხრის გრენლანდიის კონტროლისთვის აშშ-ის მიუღებელი ზეწოლის წინაშე.

მისივე თქმით, თაობების განმავლობაში ნაშენები დღის წესრიგი რისკის წინაშეა.

„მსოფლიო წესრიგი, რომელიც ჩვენ თაობების განმავლობაში ავაშენეთ, ისეთი რისკის წინაშეა, როგორც არასდროს. ბოლო თვეების განმავლობაში გრენლანდია და დანია ჩვენი უახლოესი მოკავშირის მხრიდან მიუღებელ ზეწოლას განიცდიან“, – აღნიშნა ფრედერიკსენმა ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამოსვლაში.

ფრედერიკსენის თქმით, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ფუნდამენტური პრინციპები, როგორებიცაა ეროვნული სუვერენიტეტი, საზღვრების პატივისცემა და ხალხების თვითგამორკვევის უფლება, საფრთხეშია.

„თუმცა ჩვენ ქედს არ ვხრით. ჩვენ, დანიელები, ასეთები არ ვართ“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს აშშ-ის კონტროლი მინერალებით მდიდარ და სტრატეგიული მდებარეობის მქონე არქტიკულ კუნძულზე ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიზეზებით. გრენლანდია დანიის შემადგენლობაში შემავალი ნახევრადავტონომიური ტერიტორიაა.

ამასთან, დანიისა და გრენლანდიის ლიდერები აცხადებენ, რომ კუნძულის მომავლის გადაწყვეტა მხოლოდ გრენლანდიელებს შეუძლიათ.