„მეტალისტის“ მთავარი მწვრთნელი - კვერკველია გამოცდილია, მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ #1TVSPORT
ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ის მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა კომენტარი გააკეთა საბა კვერკველიაზე, რომელიც უკრაინული კლუბის მოთამაშე გახდა.
„ის არის კვალიფიციური, გამოცდილი ფეხბურთელი, რომელმაც 40-ზე მეტი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებში, რუსეთის ჩემპიონია. ვფიქრობ, მისი მოსვლა ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი სტიმულია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა მატჩები გველის. სამი დღის შემდეგ უკრაინის თასის მატჩია. ჩვენ დაცვის ხაზში მოთამაშეთა მცირე დეფიციტი გვაქვს. ამიტომ, ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ“, – განაცხადა „მეტალისტ 1925“-ის მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველოს ნაკრების მცველმა, რომელიც მოსკოვის„ლოკომოტივისა“ და ყაზანის „რუბინის“ წევრი იყო, უკრაინულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ საბა კვირკველიას 2020 წლის ივნისში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი დაუსრულდა და მას შემდეგ უგუნდოდ დარჩა. შედეგად ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების არც ერთ შეკრებაზე აღარ მიიწვია.