კვირკვილია „მეტალისტ 1925“-ის მოთამაშეა - შეთანხმება სამ წელზეა გათვლილი #1TVSPORT
კვირკვილია „მეტალისტ 1925“-ის მოთამაშეა - შეთანხმება სამ წელზეა გათვლილი #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველი, „ლოკომოტივისა“ და „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი საბა კვირკველია ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ის მოთამაშე გახდა, – ინფორმაციას უკრაინული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„მეტალისტ 1925“-ის პრესსამსახურის ცნობაში მითითებულია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება 3 წელზეა გათვლილი.

„საბა კვირკველია „მეტალისტ 1925“-ის მოთამაშეა. ჩვენმა კლუბმა საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კვირკველია დაიბადა საქართველოს ქალაქ სამტრედიაში. მან ფეხბურთის თამაში დაიწყო 8 წლის ასაკში ადგილობრივ „გლორიაში“, რის შემდეგაც იყო თბილისის „დინამოს“ და „თენგიზ სულაქველიძის აკადემიის“ ბავშვთა გუნდები, ასევე პეტერბურგის „ზენიტის“ ახალგაზრდული გუნდი. პროფესიონალურ დონეზე, მან ითამაშა „რუბინში“, „ნეფტეხიმიკში“, „ლოკომოტივსა“ და „როტორში“. „მეტალისტ 1925“-ში კვერკველია“ მე-6 ნომრით ითამაშებს“, – წერია უკრაინული კლუბის განცხადებაში.

კვირკველიამ რუსეთის პრემიერლიგაში და რუსეთის თასზე 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ხოლო 23 მატჩი ევროპის ლიგაზე და 10 ჩემპიონთა ლიგაზე. სამჯერ გახდა რუსეთის თასის მფლობელი, რუსეთის ჩემპიონი, ხოლო 2019 წელს – რუსეთის სუპერთასის მფლობელი. ის 2014 და 2017 წლებში ორჯერ აღიარეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. 2014 წლიდან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია, სადაც 42 მატჩი ჩაატარა.