„არსენალის“ შემტევმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა სოციალურ ქსელში გულშემატკივართა თხოვნით შეადგინა სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებისგან, რომლებთან ერთადაც უთამაშია კარიერის განმავლობაში.
გერმანელმა რვა ფეხბურთელი არჩია 2010-13 წლებში „რეალში“ თამაშის პერიოდიდან: იკერ კასილიასი, სერხიო რამოსი, მარსელო, ჩაბი ალონსო, ანხელ დი მარია, კაკა, კრიშტიანო რონალდო და ქარიმ ბენზემა.
დარჩენილ სამ ადგილზე იოზილმა ორი ფეხბურთელი დაასახელა გერმანიის ნაკრებიდან – ფილიპ ლამი და ჯერომ ბოატენგი, აგრეთვე, ნახევარმცველი სანტი კასორლა, რომელთან ერთადაც „არსენალში“ გამოდიოდა.