ლახამულასა და ნაკრას თემის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
ლახამულასა და ნაკრას თემის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულასა და ნაკრას თემის მოსახლეობის ნაწილმა ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის განკუთვნილი ელექტროენერგია ნაკრასა და ლახამულას თემში არსებულ ბიტკოინების ქარხანას ხმარდება.

აქციის მონაწილეების თქმით, შესაბამისი ორგანოებიდან კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

მათ მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი შეხვდნენ.

ნინო ვიბლიანის განცხადებით, ელექტროენერგიის შეწყვეტა ელექტროხაზების დაზიანებას უკავშირდება, რაც უახლოეს მომავალში მოგვარდება.

რაც შეეხება მესტიაში ბიტკოინების ქარხნის არსებობას, ამის შესახებ ინფორმაციას ვიბლიანი არ ფლობს.