მესტიის მუნიციპალიტეტში 14-21 აგვისტოს პერიოდში 401 ობიექტი შემოწმდა
მესტიის მუნიციპალიტეტში 14-21 აგვისტოს პერიოდში 401 ობიექტი შემოწმდა

14-21 აგვისტოს, შრომის ინსპექციამ და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული ბიზნესოპერატორები შეამოწმეს.

სულ 401 ობიექტი შემოწმდა. შრომის ინსპექციის ინფორმაციით, იმ ობიექტებს, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.

შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ სარეკომენდაციო ხასიათის შემოწმება მიზნად ისახავს ეკონომიკური აქტივობის მომზადებას მდგრადი გახსნისთვის ისევე, როგორც ატარებს პრევენციულ ფუნქციას – დასაქმებულთა და მოქალაქეთა ვირუსისგან დაცვას.