მესტიაში, მდინარე მულხურაში ტურისტი დაიხრჩო
მესტიაში, მდინარე მულხურაში ტურისტი დაიხრჩო

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში 35 წლის ქალი დაიხრჩო. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება, გარდაცვლილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. არსებული ინფორმაციით, ტურისტი ჯომარდობისას დაიღუპა.

ცხედარი მესტიის საავადმყოფოში გადაასვენეს. უახლოეს საათებში გარდაცვლილს ქუთაისის სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.