მესტიაში ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო კომპლექსი გაიხსნა [ვიდეო] #1TVSPORT
მესტიაში, ჰაწვალის მთაზე, სპორტსმენებს, ტურისტებს და უბრალოდ სათხილამურო სპორტის მოყვარულებს უახლესი საბაგირო კომპლექსი ემსახურება. ათადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროს საათში 1800 მგზავრი გადაჰყავს და რაოდენობის 2400-მდე გაზრდა არის შესაძლებელი. საბაგირო გზის სიგრძე 1421 მეტრია.
პროექტი საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით ავსტრიულ–შვეიცარიულმა კომპანიამ „დეპოლმაიერ გარავენტა ჯგუფმა“ შეასრულა. მესტიის ახალი საბაგიროს სიჩქარე 6 მ/წმ-შია და ამიერკავკასიში ყველაზე სწრაფია.