„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ გუნდის დილის ვარჯიში გამოტოვა, – იტყობინება „სპორტი“ (sport.es). შესაბამისად, არსებობს დიდი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა არგენტინელი მონაწილეობას ესპანეთის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში „რეალის“ წინააღმდეგ, რომელიც 6 თებერვალს „კამპ ნოუზე“ გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მესიმ ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში მიიღო „ვალენსიას“ წინააღმდეგ. იმ თამაშში (2:2) არგენტინელმა დუბლი გაიფორმა.
ამასობაში, ვარჯიშებს დაუბრუნდა „ბარსელონას“ ფორვარდი უსმან დემბელე, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.