მესის კონტრაქტში „ბარსელონადან“ უფასოდ წასვლის პუნქტი აქტიური აღარ არის
მესის კონტრაქტში „ბარსელონადან“ უფასოდ წასვლის პუნქტი აქტიური აღარ არის

„ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი ვერ შეძლებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის უფასოდ დატოვებას.

არგენტინელის კონტრაქტში არსებობდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც 32 წლის ფეხბურთელს 2020 წლის ზაფხულში კატალონური გუნდიდან თავისუფაოი აგენტის სტატუსით წასვლა შეეძლო. ოღონდ, მესის ამგვარი სურვილის შესახებ ივნისამდე უნდა ეცნობებინა კლუბის ხელმძღვანელობისთვის.

დღეისთვის, ეს პუნქტი აღარ არის მოქმედი – მისი აქტივიზაციის ვადა გასულ უქმეებზე ამოიწურა.

მესის გარემოცვამ უარი თქვა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე. ფეხბურთელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არ განიხილავენ კონტრაქტთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, არგენტინელმა „ბარსელონასთან“ 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება.

უფრო ადრე არგენტინული „ნიუელს ოლდ ბოისის“ პრეზიდენტმა კრისტიან დ’ამიკომ განაცხადა, რომ „ბარსელონადან“ წასვლის შემთხვევაში, მესი სწორედ მის გუნდში გააგრძელებს კარიერას.